სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მუსიალამ 100-ე მატჩი ჩაატარა

გასულ შაბათს ჯამალ მუსიალამ ბაიერნის მაისურში საიუბილეო 100-ე შეხვედრა ჩაატარა. მან ეს უკვე 19 წლის ასაკში მოახერხა. ამ მაჩვენებლით მუსიალა ბაიერნის ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.

100 შეხვედრაში "Bambi"-მ 27 გოლი და 15 ასისტი მიითვალა. შალკესთან მატჩში მუსიალამ 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდის 42-ე ნომერს 9 გოლი და 6 ასისტი დაუგროვდა. ამ ასაკში ესეთ მაჩვენებელს ჯერ არავის მიუღწევია. ყველა ტურნირის 22 შეხვედრაში "Bambi"-მ 12 ბურთი გაიტანა და 9 გადაცემა შეასრულა. იგივე მაჩვენებელი მუსიალას ბაიერნის რიგებში პირველ 78 ჩატარებულ მატჩში ჰქონდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები მისგან მშვენიერი თამაშის მოლოდინში არიან.


13-11-2022