სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ბაიერნი და ვოლფსბურგი ერთმანეთთან 50-ე საიუბილეო შეხვედრას გამართავენ. წინა 49 მატჩიდან მიუნხენელებმა მეტოქეს 37 მოუგეს (8 ფრე და 4 მარცხი). ამ მატჩებში რეკორდმაისტერმა მგლებს 100 ბურთი გაუტანა. უკანასნელ 4 შეხვედრაში ბაიერნმა 4 გამარჯვება მოიპოვა, რომლებშიც 13 ბურთი გაიტანა.

2018 წლის განმავლობაში ვოლფსბურგი საკუთარ კედლებში ძალიან ცუდად გამოდის. გუნდმა მხოლოდ 10 ქულის მოპოვება შეძლო. მაგალითად, მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილმა ჰამბურგმა 11 ქულა მოიპოვა. მგლებმა მხოლოდ 2 გამარჯვების მოპოვება შეძლეს (5 ფრე და 6 მარცხი): კიოლნთან 4:1 და შალკესთან 2:1.

2015 წლის 22 სექტემბერს ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგთან შეხვედრაში 5 ბურთი მიითვალა. ბუნდესლიგის ისტორიაში რობერტმა ყველაზე სწრაფი ჰეთ-ტრიკი, პოკერი და პენტა ტრიკი შეასრულა. ასევე ლევანდოვსკი პირველი "ჯოკერი" გახდა, რომელმაც შეცვლაზე გამოსულმა 3 ბურთზე მეტის გატანა შეძლო. საერთო ჯამში 30 წლის ფორვარდმა, ბუნდესლიგის ფარგლებში, ვოლფსბურგის წინააღმდეგ ჩატარებულ 16 მატჩში 15 გოლი მიითვალა. მხოლოდ აუგსბურგის წინააღმდეგ პოლონელმა უფრო მეტი - 18 ბურთის გატანა შეძლო.


20-10-2018