სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნს შალკესთან 23-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (20 მოგება და 3 ფრე). უკანასკნელი 10 შეხვედრა რეკორდმაისტერს ხუმარების წინააღმდეგ მოგებული აქვთ.

გასვლაზე ბაიერნმა შალკეს უკანასკნელი 11 მატჩიდან 10 მოუგო (1 ფრე). აქედან 9 ჯერ რეკორდმაისტერს გოლი საკუთარ კარებში არ მიუღია. უკანასკნელი 6 შეხვედრა ბაიერნმა შალკეს "მშრალი" ანგარიშით მოუგო.

რეკორდმაისტერმა უკანასკნელი 9 შეხვედრა მოიგო. ამ მატჩებში მიუნხენელებმა 36 ბურთი გაიტანეს. იდენტური სერია რეკორდმაისტერს 2020 წლის სექტემბრიდან - ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა (10 გამარჯვება).

14 ტურის შემდეგ ბაიერნს 47 გოლი დაუგროვდა. უკეთესი მაჩვენებელი გუნდს მხოლოდ 1977/78 წწ. სეზონში ჰქონდა (48). ყველა ტურნირში გუნდმა უკვე 80 გოლი მიითვალა.

შაბათს ჯამალ მუსიალა ბაიერნის მაისურში თავის საიუბილეო 100-ე მატჩს ჩაატარებს. ამ შეხვედრებში შემტევმა 27 გოლი და 13 ასისტი მიითვალა. 19 წლის ფეხბურთელი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მიმდინარე ჩემპიონატის 14 ტურში მას უკვე 9 გოლი დაუგროვდა.


10-11-2022