სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ვერდერს 111-ედ შეხვდება. ბუნდესლიგის ფარგლებში ეს რეკორდული მაჩვენებელია. რეკორდმაისტერმა მეტოქეს 58 მატჩი მოუგო (26 ფრე და 26 მარცხი).

მიუნხენელებს ბრემენელების წინააღმდეგ 29 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (25 გამარჯვება და 4 ფრე). ამ შეხვედრებში ბაიერნმა მეტოქეს 88 ბურთი გაუტანა. უკანასკნელად რეკორდმაისტერი მუსიკოსებთან 2009 წლის სექტემბერში დამარცხდნენ (2:5).

შაბათს საღამოს ნოიერი, 1-თვიანი პაუზის შემდეგ, მინდორს დაუბრუნდა. კაპიტანმა ჰერტას საკუთარ კარიერაში 22-ე შეხვედრა მოუგო, რაც რეკორდია. სამშაბათს საღამოს მეკარემ იდენტური რეკორდის რეკორდის გამეორება შეუძლია, ახლა უკვე ბრემენის წინააღმდეგ. ნოიერმა ვერდერი 26 შეხვედრაში 21-ჯერ დაამარცხა.

უკანასკნელ ჩატარებულ 7 შეხვედრაში ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგმა 9 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. იგივე მაჩვენებლები მხოლოდ გერდ მიულერს და რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდათ.

კალენდარული წლის ბოლო საშინაო მატჩს ბაიერნი უკვე 34 წლის განმავლობაში არ აგებს. ამ შეხვედრებში მიუნხენელებმა 27 გამარჯვება და 7 ფრე მოიპოვეს. უკანასკნელი 9 მატჩი რეკორდმაისტერს მოგებული აქვს.

უკანასკნელ საშინაო 3 მატჩში ბაიერნი 4-ზე ნაკლებ ბურთს არ იტანს: 4:0 ლევერკუზენთან, 5:0 ფრაიბურგთან და 6:2 მაინცთან. სამშაბათს ამ მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში რეკორდმაისტერი 2018 წლის საკუთარ რეკორდს გაიმეორებს.

მიმდინარე ჩემპიონატის 13 ტურის პირველ ტაიმებში ბაიერნმა 27 ბურთი შეაგდო, რაც რეკორდია. ბრემენელები პირიქით, ძალიან სახიფათოები მატჩის ბოლო 15 წუთში არიან. გასულ ტურში შალკესთან შეხვედრაში "მუსიკოსებმა" კარები მე-11-ედ დალაშქრეს.


07-11-2022