სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ლაზარეტში თომას მიულერი და მათის დე ლიჰტი რჩებიან. მცველს მუხლი აწუხებს. იმედი მაქვს, რომ შემტევი მინდორს მომავალ კვირას დაუბრუნდება".

"მანუელ ნოიერის ბედს დასკვნითი ვარჯიში გადაწყვეტს. შემადგენლობას ლეროი ზანე და ლიუკა ერნანდეზი დაუბრუნდნენ. მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მათ არ დავაყენებ. შეიძლება ცვლილებაზე გამოვიყვანო".

"ჰერტა დაცვით ფეხბურთს დაგვაპირისპირებს. ვფიქრობ, რომ აუგსბურგივით ითამაშებენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

"კარგია, რომ გერმანული გუნდები პლეიოფში გავიდნენ. მაგრამ ცუდია, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რადგანაც ჩვენი არჩევანი უფრო შეზღუდული იქნება".

"წილისყრის ნებისმიერი შედეგით მოხარული ვიქნები. არსებობს ცოტა გუნდი, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგ თამაში უყვართ. მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით".


04-11-2022