სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიმდინარე გათამაშებაში ბაიერნმა 5 შეხვედრაში 5 გამარჯვება მოიპოვა. ინტერის დამარცხების შემთხვევაში ბაიერნი ჯგუფურ ეტაპს ქულების დანაკარგის გარეშე მესამედ დაასრულებს, რაც რათქმაუნდა რეკორდი იქნება.

საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერი ნერაძურის წინააღმდეგ წარუმატებლად ასპარეზობს - 3 შეხვედრაში 1 ფრე და 2 მარცხი.

მიუნხენში ბაიერნმა იტალიურ გუნდებს უკანასკნელი 4 შეხვედრა მოუგო. 2011 წლის მარტში ინტერისგან მარცხის შემდეგ რეკორდმაისტერმა იტალიური კლუბების წინააღმდეგ 11 მატჩი ჩაატარა - 9 მოგება და 2 ფრე.

ბაიერნმა საკუთარ მოედანზე უკანასკნელი 13 მატჩი მოიგო. ბოლო 26 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა ფრედ მხოლოდ ერთხელ ითამაშა (2018 წლის ოქტომბერში აიაქსთან, 1:1). ჯგუფურ სტადიაზე ბაიერნის წაუგებელი სერია უკვე 33 მატჩს შეიცავს (30 მოგება და 3 ფრე).

ბოლოს ბაიერნმა საკუთარ სტადიონზე ბურთი სევილიასთან შეხვედრაში ვერ გაიტანა (2018 წლის აპრილში, 0:0). ამის შემდეგ ჩატარებულ 21 მატჩში მიუნხენელები მინიმუმ ერთ ბურთს იტანდნენ. უკანასკნელ 43 შეხვედრაში ბაიერნმა 136 ბურთი გაიტანა (საშუალოდ მატჩში 3,2 გოლი).


31-10-2022