სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ვოლფსბურგი კარგი გუნდია. რთული და საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ".

"ბოლო შეხვედრებში არა სამართლიანი შედეგები მივიღეთ. საგოლე მომენტების დეფიციტს არ ვგრძნობდით, მაგრამ გამოყენება ვერ შევძელით, რაც სამწუხარო ფაქტია. ფეხბურთელებს შორის დადებითი განწყობა სუფევს. მომდევნო მატჩში იღბალი დაგვჭირდება".

"როტაციის პრინციპის გამოყენებას ცოტა ხნით შევაჩერებ".

"შექმნილი სიტუაციის შემდეგ უფრო მეტს ვმუშაობ. ვთვლი, რომ ამის საჭიროება არის. ხომ ხედავთ გაპარსვაც ვერ მოვასწარი".

"პირველი მატჩები მშვენივრად ჩავატარეთ. ყველაფერი მსოფლიო დონეზე იყო აყვანილი. შემდეგ რაღაც მოხდა და სათამაშო რიტმიდან ამოვარდით. ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ"

"ფეხბურთი აუხსნელი თამაშია. რაღაც მომენტებში ყველაფერს სწორედ აკეთებ, მაგრამ ბურთი კარებში მაინც არ შედის. მოთმინება გვმართებს".

"ხანგრძლივი გადაფრენის შემდეგ ხამესი გადაღლილია. მის კონდიციებს კიდევ დავაკვირდებით. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია".

"ახლა კონცენტრაციის გადატანა ხვალინდელ და მომდევნო მატჩებზე გვმართებს. პრობლემები წარსულს უნდა ჩავაბაროთ".


19-10-2018