სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ნოიერი სირბილს დაუბრუნდა, მაგრამ, რათქმაუნდა, ეს მხარეზე დატვირთვა არ არის. მისგან სიგნალის მოლოდინში ვარ".

"მიუნხენში ბარსელონამ ბევრი მომენტი შექმნა. მეორე ტაიმში პირველი ბურთი ჩვენ შევაგდეთ. კარგი ნახევარი ჩავატარეთ. განსხვავებული ტაიმები გამოვიდა. ბარსელონაც ბევრ ბურთს იტანს".

"დე ლიჰტი მშვენიერი შენაძენია. შეცდომებს თითქმის არ უშვებს. მშვენივრად იცის, რომ ცენტრალური მცველია".

"საღამოს გამარჯვების მოპოვება და ჯგუფში პირველი ადგილი აღება გვსურს. მატჩის შემდეგ კომპლიმენტების მიღება ყოველთვის სასიამოვნოა".

"ბარსელონას შემადგენლობაში ბევრი ძლიერი ახალწვეული თამაშობს, რომლებიც კლუბის სათამაშო ფილოსოფიას მოუხდნენ. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მიუნხენში პირველი ტაიმის განმავლობაში ეს ნათლად ჩანდა, იგივეს საღამოსაც ვიხილავთ".


26-10-2022