სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მუსიალას მორიგი გოლი და ბაიერნის გამარჯვება

ჩემპიონატში ბაიერნმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გასვლაზე ნაგელზმანის გუნდმა ჰოფენჰაიმს ანგარიშით 2:0 სძლია. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-18 წუთზე ანგარიში მუსიალამ გახსნა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გორეცკამ თაურით გადაცემით თავისუფალი მუსიალა მონახა, რომელმაც ბურთი მაღალ კუთხეში გადააგზავნა - 1:0! მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ. თამაშში ჩართვა რამდენჯერმე ულრაიჰს მოუწია. მაგრამ 38-ე წუთზე ძახილის ნიშანი ჩუპო მოტინგმა დასვა. გნაბრის გადაცემის შემდეგ თავდასხმელმა მეტოქის მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 2:0! შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში მატჩის მსვლელობა არ შეცვლილა. ნაგელზმანმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოცვალა. საერთო ჯამში ბაიერნი უფრო ახლო იყო მესამე ბურთთან, ვიდრე ჰოფენჰაიმი პირველთან.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში ბაიერნი გასვლაზე ბარსელონას დაუპირისპირდება.


23-10-2022