სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"თომას მიულერი ჰოფენჰაიმთან მატჩს გამოტოვებს. მას კუჭის ინფექცია აწუხებს. ვფიქრობ, რომ ბარსელონასთან შეხვედრამდე მწყობრს დაუბრუნდა. მაზრაუიმ ვარჯიში დაიწყო, მას ჯანმრთელობასთან პრობლემები უკვე აღარ აწუხებს".

"შაბათის შეხვედრას ასევე მანუელ ნოიერიც გამოტოვებს. მისი თამაში ბარსელონას წინააღმდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მაინცის მატჩამდე დაველოდოთ".

"ჩემთვის განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჰოფენჰაიმში 9 წელი გავატარე. კლუბი გულის დიდ ნაწილს იკავებს. დაბრუნებით მოხარული ვიქნები. ყოველთვის რთული მატჩები გვაქვს".

"წარმატებულ გზაზე დაბრუნება მნიშვნელოვანია. ეს ყველა ტურნირს ეხება. ლეონ გორეცკას განცხადებები კარგია. მან ძახილის ნიშნები დასვა".

"ჩუპო მოტინგი კლასიკური 9-ანი არ არის. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, 10-ანია უფრო. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდში გამოდის".


21-10-2022