სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ვენგერი კოვაჩის ნაცვლად?

რუსული კომენტატორის კირილ დემენტიევის აზრით ახლო მომავალში ბაიერნში ნიკო კოვაჩის ნაცვლად შეიძლება არსენ ვენგერი დანიშნონ.

ვენგერი გერმანულ ენას ფლობს, ახლა კლუბის გარეშე იმყოფება, ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ზამთარში სამწვრთნელო კარიერას განაგრძობს. არსენალის ჩაბარებამდე ვენგერს ბაიერნისგან შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ არსენმა იაპონიაში წასვლა გადაწყვიტა. რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთელებს კოვაჩის სამუშაო მეთოდები არ მოწონთ.

დღეს ნიკო კოვაჩის ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრას ასევე ული ჰიონესი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ჰასან სალიჰამიჯიჩი გამართავენ. ერთ დღეში ორი პრესკონფერენციის მოწყობა მიუნხენურ კლუბში იშვიათი მოვლენაა.


19-10-2018