სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

საგოლე ფეერია ბაიერნისგან

მშვენიერი მატჩი ვიხილეთ. ბაიერნმა ფრაიბურგი ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა. ანგარიში 5:0 ზუსტად ამაზე მეტყველებს.

მეტოქის დარბევა გნაბრიმ დაიწყო, რომელმაც ბურთი კარებში თავით გადააგზავნა. სერჟი თაური დარტყმებით ბურთებს ძალიან იშვიათად იტანს. ზანეს მშვენიერი გადაცემის შემდეგ ჩუპო მოტინგმა მეორე ბურთი შეაგდო. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ისევ ბაიერნის უპირატესობით ვითარდებოდა. ბურთები ზანემ, მანემ და ზაბიცერმა გაიტანეს. საბოლოო შედეგი 5:0 დაფიქსირდა. სატურნირო ცხრილში რეკორდმაისტერი მეორე ადგილზე გადავიდა.

ოთხშაბათს საღამოს თასის მეორე რაუნდის ფარგლებში ბაიერნს გასვლითი ბავარიული დერბი აუგსბურგის წინააღმდეგ ელის.


16-10-2022