სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საშინაო შეხვედრებში ბაიერნი ფრაიბურგთან არ მარცხდება. რეკორდმაისტერმა მეტოქეს 22 მატჩიდან 19 მოუგო (და 3 ფრე). უკეთესი შედეგი მიუნხენელებს საშინაო შეხვედრებში მხოლოდ ვოლფსბურგის წინააღმდეგ აქვს - 24 მოგება და 2 ფრე.

ბაიერნის წაუგებელი სერია ფრაიბურგის წინააღმდეგ უკვე 12 მატჩს შეიცავს (9 მოგება და 3 ფრე). უკანასკნელად მიუნხენელები ამ მეტოქესთან 2015 წლის მაისში წააგეს (1:2), იმ მომენტისთვის ბაიერნი უკვე ჩემპიონი იყო. უკანასკნელ 38 მატჩში რეკორდმაისტერმა 29 გამარჯვება და 8 ფრე მოიპოვა. მაგრამ... ბოლო 8 მატჩში ფრაიბურგი ბაიერნს მინიმუმ ერთ ბურთს უტანს.

კვირას საღამოს ერთმანეთს ბუნდესლიგის ორი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი დაუპირისპირდება. შტრაიჰს აქტივში 332 შეხვედრა აქვს, ნაგელმანმა კი 227 მატჩი აქვს ჩატარებული. მაგრამ ბაიერნის მწვრთნელმა უკვე 116 გამარჯვება მოიპოვა, ფრაიბურგელს 4-ით ნაკლები აქვს.

მიმდინარე ჩემპიონატში კიმიხმა სტანდარტებიდან უკვე 4 ბურთი შეაგდო. იგივე მაჩვენებელი ფრაიბურგელ ვინჩენცო გრიფოსაც აქვს. 2021/22 წწ. სეზონიდან დაწყებული ეს ორი ფეხბურთელი ამ მაჩვენებელში ლიდერობენ - კიმიხს 18 გოლი დაუგროვდა, გრიფოს 4-ით მეტი აქვს.


14-10-2022