სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ალაბა: "დიდი სურვილით და კონცენტრაციით ვშრომობთ"

სანაკრებო პაუზა უკვე უკან არის, ახლა ნიკო კოვაჩს განკარგულებაში გუნდის თითქმის სრული შემადგენლობა ჰყავს. ვოლფსბურგთან მატჩამდე ორი დღით ადრე, რომელიც არც ისე მარტივი იქნება, ვარჯიშს გერმანიის ნაკრების წევრები შეუერთდნენ. გუნდის შემადგენლობას მხოლოდ ხამესი აკლია, რომელიც ნაკრების რიგებში იმყოფება. 22 დღის განმავლობაში ბაიერნს 7 შეხვედრის გამართვა ელის. შაბათის მატჩი ვოლფსბურგის წინააღმდეგ ამ სერიაში პირველი იქნება.

ნაკრების ფეხბურთელების გარდა, გუნდის საერთო ჯგუფს დავიდ ალაბაც დაუბრუნდა. გლადბახთან მატჩში მცველმა ტრავმა მიიღო და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში აღდგენით პროცესს გადიოდა.

"ყოველი ახალი ვარჯიშის მოლოდინი გაგვაჩნია. ყველა ხედავს, რომ დიდი სურვილით და კონცენტრაციით ვშრომობთ", აღნიშნა ავსტრიელმა ფეხბურთელმა.


18-10-2018