სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ევროთასების ფარგლებში ბაიერნი პლზენს 5-ჯერ შეხვდა. რეკორდმაისტერმა ხუთივე მატჩი მოიგო, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა (საშუალოდ, 3,6 გოლი მატჩში).

გასულ სამშაბათს ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - 31-მატჩიანი წაუგებელი სერია!

ჯგუფურ სტადიაზე ბაიერნმა ზედიზედ 10 მატჩი მოიგო. იგივე მაჩვენებლები რეალს (ორჯერ) და ბარსელონას აქვთ. ოთხშაბათს გამარჯვების შემთხვევაში მიუნხენური გრანდი ახალ რეკორდს დაამყარებს.

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 13 მატჩში ზანემ მონაწილეობა გუნდის 16 შედეგიან შეტევაში მიიღო (10 გოლი და 6 ასისტი). მიმდინარე გათამაშების 3 მატჩში ვინგერმა 4 ბურთი შეაგდო. უფრო მეტი მხოლოდ ჰაალანდს აქვს (5).

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ გასვლით 24 მატჩში ბაიერნი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (ვილარეალთან). 133 გასვლით შეხვედრაში მიუნხენელებმა 231 ბურთი გაიტანეს, რაც საშუალოდ მატჩში 1,7 გოლს შეადგენს. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სიტის აქვს (1,8 გოლი).


10-10-2022