სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი საშინაო 12 მატჩი მოგებული აქვს. ალიანც არენაზე რეკორდმაისტერმა 75 ქულიდან 73 მოიპოვა (24 გამარჯვება და ფრე).

ევროთასებზე ბაიერნმა პლზენს ოთხივე შეხვედრა მოუგო: 1971/72 წწ. თასების თასის გათამაშებაში და 2013/14 წწ. ჩემპიონთა ლიგაზე. საშინაო შეხვედრებში მიუნხენელებმა ჩეხებს - 11 ბურთი გაუტანეს (1971/72 წწ. - 6:1, 2013/14 წწ. 5:0).

ბაიერნი ჩეხეთის გუნდების წინააღმდეგ მშვენივრად ასპარეზობს. საერთო ჯამში რეკორდმაისტერმა ამ ქვეყნის გუნდებს 12 მატჩიდან 9 მოუგო (2 ფრე და მარცხი).

ლეროი ზანე ჩემპიონთა ლიგაზე განუმეორებლად თამაშობს. ვინგერმა უკანასკნელ 11 შეხვედრაში მონაწილეობა გუნდის 14 გოლში მიიღო - 8 გოლი და 6 ასისტი. ლეროიმა სასტარტო ორივე ტურში ბურთები შეაგდო. იმ შემთხვევაში, თუ ზანე სამშაბათს საღამოსაც მეტოქის კარებს დალაშქრავს, მაშინ ვინგერი რუმენიგეს მაჩვენებელს გაიმეორებს. 3 სასტარტო ტურში 3 გოლი. 1980/81 წწ. შემდეგ ამის გაკეთება ერც ერთ გერმანელ ფეხბურთელს არ გამოსდიოდა.

სამშაბათს საღამოს გამარჯვების შემთხვევაში ბაიერნი ზედიზედ მეოთხედ ჯგუფური ეტაპის პირველ 3 შეხვედრას მოიგებს. შეგახსენებთ, რომ პირველ 2 ტურში რეკორდმაისტერმა ერთი და იგივე ანგარიშით ინტერი და ბარსელონა დაამარცხა (2:0).


02-10-2022