სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ლევერკუზენს გადაუარა!

პირველ ტაიმში ბაიერნმა ლევერკუზენს უბრალოდ გადაუარა. მესამე წუთზე პირველივე შეტევის დროს ზანემ მეტოქის კარები აიღო. მუსიალა სოლირებდა. 45 წუთის განმავლობაში ახალგაზრდამ გოლი და 2 ასისტი მიითვალა. ტაიმის ბოლოს მესამე ბურთი მანემ შეაგდო. ასევე მომენტები კიმიხს, ზაბიცერს და ზანეს ჰქონდათ, მაგრამ შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 3:0 გავიდნენ.

მეორე ნახევრის დასაწყისში მანეს მორიგი გოლი არ ჩაუთვალეს. დე ლიჰტმა ორთაბრძოლაში წესები დაარღვია. მსაჯმა VAR-ის დახმარების შემდეგ გოლი გააუქმა. რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში ბაიერნმა სიჩქარეები დააგდო, რადგანაც გუნდს "ინგლისური" კვირები დაეწყო. 84-ე წუთზე სერიოზული შეცდომა ჰრადეცკის მოუვიდა, მიულერმა მეკარეს არ აპატია - 4:0!

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ალიანც არენაზე რეკორდმაისტერი პლზენს უმასპინძლებს.


01-10-2022