სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა, როგორ ეს წინა სეზონში იყო, პირველი მარცხი მე-7 ტურში იწვნია. შარშან მე-8 ტურში რეკორდმაისტერი ასევე ლევერკუზენს შეხვდა. მიუნხენელებმა მეტოქე ანგარიშით 5:1 გაანადგურა. ამ სცენარის გამეორებაზე უარს არც ახლა ვიტყვით.

ბაიერნმა ლევერკუზენის წინააღმდეგ 86 შეხვედრა ჩაატარა. აქედან მიუნხენელებმა 51 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს (17 ფრე და 18 მარცხი). საერთო ჯამში უკანასკნელი 12 მატჩიდან რეკორდმაისტერმა ფარმაცევტებს 9 მოუგო. მაგრამ ალიანც არენაზე ბოლო გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საშინაო შეხვედრებში მიუნხენელების საგოლე სერია 32 მატჩს შეიცავს. უკანასკნელად ბაიერნმა ბურთი 1989 წელს ვერ შეაგდო (0:1). უფრო გრძელი სერია რეკორდმაისტერს ჰამბურგის წინააღმდეგ შეხვედრებში აქვს (1979 წლიდან, 39 მატჩი).

ალიანც არენაზე ბაიერნის საგოლე სერია გრძელდება და უკვე 57 მატჩს შეიცავს, რომლებშიც მიუნხენელებმა 182 ბურთი გაიტანეს. უკანასკნელად რეკორდმაისტერმა მინდორი უგოლოდ ლაიპციგთან მატჩში დატოვა (0:0).

ლევერკუზენს საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი უსუსტესი სტარტი აქვს. 7 ტურის შემდეგ ფარმაცევტებს მხოლოდ 5 ქულა აქვთ მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ამ 5 ქულიდან 4 გუნდმა გასვლით შეხვედრებში აიღო.


28-09-2022