სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ერნანდეზი რამდენიმე კვირით გამოგვაკლდება. ასევე ტრავმირებულები კომანი და ზარრი არიან. პავარმა უკვე ივარჯიშა. საერთო ჯგუფს უპამეკანოც უნდა დაუბრუნდეს".

"მანე ძალიან კარგი ადამიანია. მან იცის, როდესაც კარგად ან ცუდად თამაშობს. მანე ჩვეულ კონდიციებს დაიბრუნებს. სადიო ბაიერნის მაისურში კიდევ უამრავ ბურთს და საგოლე გადაცემას მიითვლის".

"გრავენბერხი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. მას აკლიმატიზაციის გავლა სჭირდება. ამას დამატებული რაიანს ძლიერი კონკურენტები ჰყავს. მინდორზე გორეცკა დაბრუნდა, რომელიც კარგად გამოიყურება. გრავენბერხი სათამაშო დროს კიდევ მიიღებს. რაიანი ჩვენი გუნდის რიგებში პროგრესირებას განაგრძობს".

"ოქტობერფესტზე არ ვფიქრობ. ჩემთვის აუგსბურგში გამარჯვების მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია".

"კიმიხი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ყველგან მასზე მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, პაუზას კიდევ მიიღებს. კარგია, რომ ტრავმებს თითქმია არ ღებულობს".

"თავის დროზე აუგსბურგის ღირსებას ვიცავდი. ჩემთვის გუნდი ბევრს ნიშნავს. წარმოუდგენელი ემოციების მოლოდინში ვარ".

"აუგსბურგი გრძელი გადაცემებით თამაშობს. ხშირად ფლანგებსაც იყენებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, პაუზაზე გასვლა გამარჯვების მოპოვებით გვსურს".

"გორეცკას თვალს ვადევნებ. კარგად გამოიყურება. მაგრამ ჯერ გადამიწყვეტია, დავაყენო თუ არა სასტარტო შემადგენლობაში".

"შაბათს პირველი წუთებიდან მაზრაუი ითამაშებს. დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად გამოიყურება".

"ეფენბერგის სათამაშო სტილი ყოველთვის მომწონდა. ნამდვილი ლიდერი იყო. მაგრამ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ".


16-09-2022