სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგაში ბაიერნს 3 საყაიმო შედეგის შემდეგ გამარჯვები მოპოვება სურს. აუგსბურგის წინააღმდეგ ბავარიულ დერბის ოპტიმისტური წინაპირობა ახლავს თან: 11 გასვლითი მატჩიდან რეკორდმაისტერი მეტოქეს 8 მოუგო.

მიმდინარე ჩემპიონატის გასვლით 3 შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქის კარები 14-ჯერ დალაშქრეს.

ბაიერნს 19 ბურთი აქვს გატანილი, აუგსბურგს მხოლოდ 4, რაც ჩემპიონატის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა მეტოქეების კარების მიმართულები 142 დარტყმა განახორციელეს. ამ მაჩვენებლით აუგსბურგი ასევე ბოლო ადგილზე იმყოფება (57).

იულიან ნაგელზმანის გუნდებმა აუგსბურგი 10-ჯერ დაამარცხეს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი გასვლითი შეხვედრა მიუნხენელებმა ამ მეტოქესთან დათმეს (1:2).

შტუტგარტთან შეხვედრაში მათის ტელი ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა (17 წელი და 136 დღე).


15-09-2022