სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მორიგი ფრე, ახლა შტუტგარტთან

ზედიზედ მესამე ფრე. ამჯერად შტუტგარტთან - 2:2. მეორე ბურთი ბაიერნმა კომპენსირებულ დროში პენალტის შემდეგ მიიღო... საჯარიმოში დე ლიჰტი დაჯარიმდა, რის გამოც მიუნხენელებმა 2 ქულა დაკარგეს.

შვაბებს კიდევ ორი გოლი არ ჩაუთვალეს. ორივეჯერ მეტოქემ ბურთი კიმიხზე ჯარიმის შემდეგ შეაგდო. შტუტგარტმა ასევე ხარიხის სიძლიერეც შეამოწმა. მოკლედ ბაიერნისთვის ქულის აღება საკმაოდ კარგი შედეგი აღმოჩნდა. მიუნხენების რიგებში გოლები ახალგაზრდებმა ტელმა და მუსიალამ მიითვალეს. რამდენიმე შანსი გნაბრის და ზანეს ჰქონდათ.

გასაგებია, რომ გუნდი ფიქრებით ბარსელონასთან მატჩში იმყოფებოდა, რომელიც ალიანც არენას სამშაბათს ესტუმრება. იმედი ვიქონიოთ, რომ ნამდვილ ბაიერნს ვიხილავთ.


10-09-2022