სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა შტუტგარტი 80-ჯერ დაამარცხა. შაბათს ნაგელზმანის გუნდს 81-ე გამარჯვების მოპოვება სურს.

პირველად მიმდინარე ჩემპიონატის განმავლობაში ბაიერნი პირველ ადგილზე არ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ორ ტურში მიუნხენელებმა ორი ფრე ითამაშეს. რეკორდმაისტერი ფრაიბურგს და დორტმუნდ ერთი ქულით ჩამორჩება. შაბათს დორტმუნდი ლაიპციგს დაუპირისპირდება. კვირას ფრაიბურგი გლადბახის წინააღმდეგ ითამაშებს.

მიმდინარე ჩემპიონატში იოზუა კიმიხმა 2 ბურთი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბაიერნის ექვსიანი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ინტერის წინააღმდეგ შეხვედრაში კიმიხმა მშვენიერი გადაცემით ზანესაც გაატანინა.

შტუტგარტის წინაათმდეგ თამაში სერჟ გნაბრის ძალიან უყვარს. ვინგერმა 5 ბურთი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. წინა სეზონში გნაბრიმ მონაწილეობა შტუტგარტის კარებში გატანილ 6 ბურთში მიიღო მონაწილეობა.



09-09-2022