სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"შაბათის შეხვედრაში როტაციას მივმართავთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. კიმიხი კარგ გზას ადგას. თვალი დალურჯებული აქვს, მაგრამ თამაში შეუძლია".

"ვარჯიშზე კომანმა ტრავმა მიიღო. მას კუნთები აწუხებს. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება".

"ზაბიცერმა საგრძნობლად მოუმატა. მას პროგრესირება სურს. ამ მომენტისთვის კიმიხი და ზაბიცერი დუეტში კარგად გამოიყურებიან".

"პირველ შეხვედრებში უამრავი ბურთი გავიტანეთ. გლადბახთან და უნიონთანაც მატჩებში ბევრი მომენტი გვქონდა".

"ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად დე ლიჰტი უკვე საკმაოდ განთქმული მცველია. მისი სათამაშო სტილი ჩემ ფილოსოფიას ძალიან უხდება. იგივე უპამეკანოს და ერნანდეზსაც ეხება".

"შტუტგარტი მატჩის მსვლელობის დროს თამაშის მონახაზს ხშირად ცვლის. მათ ცენტრიდან მეტოქის გამოტყუება სურთ და მომენტის შექმნას ცდილობენ".


09-09-2022