სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და ფაქტები

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-19 სასტარტო შეხვედრა მოიგო. ამ მატჩებში რეკორდმაისტერმა 47 ბურთი გაიტანა და მხოლოდ 2 გოლი მიიღო. უკანასკნელი 10 შეხვედრის სტატისტიკა - 29:0. პირველი მატჩის მოგების შემდეგ მიუნხენელები მინიმუმ 1/8 ფინალში გადიოდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიაზე ბაიერნის წაუგებელი სერია უკვე 29 მატჩს შეიცავს (26 მოგება და 3 ფრე). უფრო კარგი მაჩვენებელი მხოლოდ რეალს აქვს (30). რეკორდმაისტერს ამ შედეგის გამეორება უკვე 13 სექტემბერს ბარსელონასთან შეხვედრაში შეუძლია.


08-09-2022