სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასის მეორე რაუნდში გადავიდა

მატჩი ბაიერნმა რთულად დაიწყო. ვიქტორიის ფეხბურთელები ყრუ დაცვაში იდგნენ. მასპინძლები მხოლოდ კონტრშეტევებზე ფიქრობდენ. ერთ-ერთი გოლით დასრულდა, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. ვიქტორიის მეკარემ რამდენიმე სეივი შეასრულა, მაგრამ გრავენბერჰის დარტყმის შემდეგ უძლური აღმოჩნდა, 0:1! ამის შემდეგ თავისი სადებიუტო ბურთი ტელმაც შეაგდო, 0:2. ფრანგმა ძალიან ლამაზი დარტყმით შორეული კუთხე დალაშქრა. შესვენებაზე მეტოქეები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი მანეს გოლით დაიწყო. კიმიხმა ჭკვიანური გადაცემით გნაბრი მონახა, სერჟმა კი მეკარეს პირისპირ მანე გაიყვანა, რომელმაც ცივსისხლიანად ანგარიში 0:3-მდე გაზარდა. მშვენიერი მომენტი ტელს ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. მეოთხე ბურთი შეცვლაზე გამოსულმა ჯამალ მუსიალამ გაიტანა. ასისტი თომას მიულერმა მიითვალა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გორეცკამ 83-ე წუთზე მეხუთე ბურთი გაიტანა. რეკორდმაისტერი შემდეგ რაუნდში გადავიდა.

შაბათს ბაიერნი მე-5 ტურის ფარგლებში უნიონს დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ადგილზე იმყოდება


01-09-2022