სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ქულები დაკარგა

სასწაული მატჩი ვიხილეთ... უფრო სწორედ იან ზომერის სასწაული თამაში. სრული შეხვედრის განმავლობაში ბაიერნი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მხოლოდ მატჩის მიწურულს მიუნხენელებმა ანგარიშის გათანასწორება მოახერხეს. მნიშვნელოვანი გოლი ზანე მიითვალა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

პირველ ნახევარში მსაჯმა მანეს ორი გატანილი ბურთი ოფსაიდების გამო არ ჩათვალა. ტაიმის მიწურულს უპამეკანოს უხეში შეცდომის შემდეგ ტიურამმა ანგარიში გახსნა, 0:1. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმში რეკორდმაისტერმა შეტევები და უდიდესი ზეწოლა გაახანგრძლივა, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ ზომერმა სასწაულები ჩაიდინა. მეკარემ 20-მდე სეივი შეასრულა და გლადბახს ქულა შეუნარჩუნა.

მომდევნო ტურში ბაიერნი გასვლაზე უნიონს დაუპირისპირდება, რომელსაც როგორც მიუნხენელებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება (მხოლოდ უარესი ბურთების შეფარდების გამო).


27-08-2022