სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა ისევ წააგო

ერთა თასის მესამე ტურში გერმანიის ნაკრები ფრანგებთან 1:2 დამარცხდა. მანშაფტი, დიდი ალბათობით, ტურნირის B დივიზიონში ჩამოქვეითდება...

სასტარტო შემადგენლობაში იოაჰიმ ლიოვმა 5 ბაიერნელი დააყენა: მანუელ ნოიერი, ნიკლას ზულე, მატს ჰუმელსი, იოზუა კიმიხი და სერჟ გნაბრი.

პირველ ტაიმში კროოსმა პენალტი გამოიყენა და ნაკრები წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში ფრანგებმა 2 ბურთი შეაგდეს. ნოიერი ორივე საგოლე სიტუაციაში უძლური აღმოჩნდა...

"ძალიან სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. 1:0-ს ვიგებდით, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ მეორე ბურთის გატანა ვერ შევძელით". განაცხადა მანუელ ნოიერმა.

"ნათლად ჩანდა, რომ ფრანგებს არაფრით არ ჩამოვრჩებით", დაამატა სერჟ გნაბრიმ.


17-10-2018