სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ისევ მარცხი... 1:2

საფრანგეთთან მატჩში ლიოვმა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. პირველი წუთებიდან მინდორზე გნაბრი, კერერი, ზანე და ა.შ. გამოვიდნენ. ამან ნაკრების სათამაშო სიჩქარეზე იმოქმედა.

ზანეს ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ ბურთი ფრანგების მცველის ხელზე მოხვდა. კროოსმა პენალტი არც ისე კარგად შეასრულა, მაგრამ ლიორისმა დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო, 0:1!

ამის შემდეგ მანშაფტს კიდევ 2-3 მომენტი ჰქონდა. ფრანგები უფრო ტაიმის მიწურულს გააქტიურდნენ. ნოიერს რამდენიმეჯერ თამაშში ჩართვა მოუწია.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა ძალიან მძლავრად დაიწყეს. ერთ-ერთ შეტევაში გრიზმანმა ბურთი თაური დარტყმით ძალიან ლამაზი ტრაექტორიით კარებში გადააგზავნა. ნოიერი უძლური იყო, 1:1.

80-ე წუთზე გრიზმანმა პენალტი გამოიყენა, 2:1... ამ მარცხის შემდეგ მანშაფტი, დიდი ალბათობით, B დივიზიონში ჩამოქვეითდება.


16-10-2018