სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

საფრანგეთი - გერმანია. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ნაკრებებმა ერთმანეთთან 30 შეხვედრა გამართეს. გერმანელებს უარყოფითი სტატისტიკა დაუგროვდათ: 9 მოგება, 8 ფრე და 13 წაგება, ბურთები 45:47. ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს უფრო მეტი მარცხი მსოლოდ ინგლისთან (16) და იტალიასთან (15) აქვთ. 1990 წლიდან დაწყებული მანშაფტმა ფრანგებთან 12 გამართულ მატჩში მხოლოდ 2 მოიგო, 7 დათმო და ასევე 7 შეხვედრაში მინდორი გატანილი ბურთის გარეშე დატოვა.

საფრანგეთში ბოლო შეხვედრა 2015 წლის 13 ნოემბერს შედგა. სტად დე ფრანცზე მასპინძლებმა ლიოვის შეგირდები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ იმ საღამოს პარიზში ტერაქტი შედგა.

13 გასვლითი შეხვედრიდან გერმანელებმა ფრანგებს მხოლოდ 2 მოუგეს (3 ფრე და 8 მარცხი): 1935 წლის მარტში - 3:1 და 2013 წლის თებერვალში - 2:1, ორივე მატჩი პარიზში გაიმართა.

უკანასკნელ 12 მატჩში მანშაფტმა მხოლოდ 3 გამარჯვების მოპოვება შეძლო (4 ფრე და 5 მარცხი). ფრანგებს, პირიქით, 14-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. ბოლო 22 შეხვედრიდან მსოფლიო ჩემპიონმა 15 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა. ერთადერთი მარცხი დეშამის შეგირდებმა კოლუბმიასთან მატჩში იწვნიეს (2:3).

იოზუა კიმიხმა ნაკრების უკანასკნელი 34 შეხვედრიდან მონაწილეობა 33-ში მიიღო. ბაიერნის უნივერსალმა ამ მატჩებში მხოლოდ 9 წუთი გამოტოვა. ერთადერთი დუელი კიმიხს ზუსტად ფრანგების წინააღმდეგ აქვს გამოტოვებული (2017 წლის ნოემბერში, 2:2).


16-10-2018