სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩემპიონატს ბაიერნი ფრანკფურტში დაიწყებს

2022/23 წლის გერმანიის ჩემპიონატს ბაიერნი პარასკევს 5 აგვისტოს ფრანკფურტთან გასვლაზე დაიწყებს. პირველ საშინაო შეხვედრას რეკორდმაისტერი 12-14 აგვისტოს ვოლფსბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

პირველი წრის Der Klassiker-ი მე-9 ტურში დორტმუნდში შედგება (7-9 ოქტომბერი). ბუნდესლიგაში დაბრუნებულ ბრემენის ვერდერს ბაიერნი მე-14 ტურში შეხვდება (8-9 ნოემბერი). მე-15 ტურში მიუნხენელები მეორე დაბრუნებულ გუნდს შალკეს დაუპირისპირდება (11-13 ნოემბერი).

2023 წლის 20-22 იანვარს ნაგელზმანის შეგირდები ლაიპციგს შეხვდებიან. ჩემპიონატს ბაიერნი 27 მაისს კიოლნთან მატჩით დაასრულებს.


17-06-2022