სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტმა ისევ ფრე ითამაშა

მერამდენე მატჩია ნაკრები თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. შაბათს საღამოს გასვლაზე უნგრეთთან ფლიქის შეგირდებმა მხოლოდ ფრე ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

სასტარტო შემადგენლობაში 5 ბაიერნელი გამოვიდა: ნოიერი, ზულე, კიმიხი, გორეცკა და მუსიალა. შეხვედრა გერმანელებისთვის ცივი შხაპით დაიწყო. მეექვსე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ - 1:0. მაგრამ, საბედნიეროდ, თითქმის ეგრევე მანშაფტმა ანგარიში გაათანაბრა. შლოთერბექის ჭკვიანური გადაცემით ჰოფმანმა ისარგებლა და ახლო ბრძოლაში გულაშს აჯობა - 1:1.

მატჩის მსვლელობის განმავლობაში მანშაფტს ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უნგრელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ. მანუელ ნოიერმა ნაკრები რამდენჯერმე გადაარჩინა.

სამშაბათს საღამოს ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური სტადიის მეოთხე ტურში ფლიქის შეგირდები იტალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ნანატრი შვებულება დაეწყებათ.


12-06-2022