სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებში

იტალიასთან შეხვედრაში ჰანზი ფლიქმა სასტარტო შემადგენლობაში 7 ბაიერნელი დააყენა: მანუელ ნოიერი, ნიკლას ზულე, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, ლეროი ზანე, სერჟ გნაბრი და თომას მიულერი.

მანშაფტმა მატჩი აქტიურად დაიწყო. ვერნერს რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ თავდასხმელმა მომენტები ვერ გამოიყენა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ. მეორე ტაიმში იტალიის ნაკრები წინ გავიდა, მაგრამ იოზუა კიმიხმა ანგარიში თითქმის ეგრევე გაათანაბრა. მინდორზე შეცვლაზე ასევე ჯამალ მუსიალა გამოვიდა. მანშაფტმა იტალიიდან ქულა წამოიღო. 7 ივნისს ჰანზი ფლიქის შეგირდები ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებენ.


05-06-2022