სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მაზრაუი ბაიერნელი გახდა

ბაიერნის ხელმძღვანელობამ ნუსაირ მაზრაუისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, წერს fcb.de. გასულ სეზონში 24 წლის მარჯვენა მცველი აიაქსის ღირსებას იცავდა. მიუნხენურ გრანდში მაზრაუი თავისუფალი აგენტის სტატუსში გადავიდა.

"პირველივე მოლაპარაკებების შემდეგ კარგი გრძნობა დამეუფლა. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის ღირსებას დავიცავ. ცოტა ხნის წინ ბაიერნმა ზედიზედ მეათე ჩემპიონის სტატუსი მოიგო. ამის გარდა მომდევნო წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ამ კლუბში დიდი ტიტულების მოგება შემიძლია", განაცხადა 24 წლის მცველმა.


24-05-2022