სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ისევ ფრე, 2:2...

პირველ წუთებზე აქტიურობით გნაბრი გამოირჩეოდა, პირველ ეპიზოდში ოფსაიდში მოხვდა, შემდეგ კი ბურთს ვერ მიწვდა. კასტელსის კურიოზული ქმედების შემდეგ კუთხური დაინიშნა, მაგრამ ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა. მუსიალას დარტყმას მეკარე გაუმკლავდა. მიულერმა საჯარიმოში გორეცკა მონახა, ბურთის გზაზე ისევ კასტელსი აღმოჩნდა. ლევანდოვსკის დარტყმა, მაგრამ კასტელსი ადგილზეა. მე-14 წუთზე ბრუქსმა ბურთი ნოიერის კარების ძელს გაარტყა. სამ წუთში სტანისიჩმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა, 0:1! შემდეგ "მგლების" კარები მუსიალამ დალაშქრა, მაგრამ VAR-ის შემოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა. გორეცკამ გნაბრიზე ძალზედ არაზუსტი გადაცემა შეასრულა. ნმეჩას დარტყმის შემდეგ ბურთმა შორეულ ძელთან ჩაიარა. 40-ე წუთზე მიულერის მორიგი ასისტი და ლევანდოვსკის 35-ე გოლი - 0:2! პოლონელის მორიგი დარტყმის შემდეგ ბურთი შორეულ კუთხეს ასცდა. ტაიმის მიწურულს "მგლებმა" ერთი ბურთი გაჰქვითეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 1:2 დასრულდა.

რიდლე ბაკუს ლამაზ ფანდს პარტნიორება მხარი ვერ მოუბეს. ბაიერნის მხრიდან ახალგაზრდები მუსიალა და დეივისი აქტიურობდნენ. 59-ე წუთზე კრუზემ ანგარიში გაათანაბრა, 2:2... კიმიხის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ გაისროლა, მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. გნაბრის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს ხვდება და კუთხურზე გადადის. კიმიხის ჩაწოდებული ბურთი ძელმა მოიგერია. გორეცკას გადაკიდებულ ბურთს მეკარე დაეუფლა. დარჩენილ დროში ნაგელზმანმა მინდორზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოიყვანა. კარებში ადგილი ფრუჰტლმა დაიკავა. 83-ე წუთზე ბურთის გატანა ჩუპო მოტინგს შეეძლო, მაგრამ შორეულ კუთხეს ააცილა. ზანეს ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა. მატჩი ფრედ დაასრულა.


14-05-2022