სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს ბაიერნი ვოლფსბურგს 50-ედ დაუპირისპირდება. აქედან რეკორდმაისტერმა მეტოქე 39 ჯერ დაამარცხა (6 ფრე და 4 მარცხი). 2015 წლიდან დაწყებული (1:4) მიუნხენელებმა 39 ქულიდან 37 დააგროვა.

ბაიერნი "მგლებს" ბურთს უკვე 27 მატჩის განმავლობაში უტანს (სულ 78 გოლი). იგივე ხანგრძლივობის სერია რეკორდმაისტერს დუისბურგის წინააღმდეგ ჰქონდა.

ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრას ბაიერნი, როგორც წესი, იგებს. ორი წლის წინა მიუნხენელებმა ვოლფსბურგი დაამარცხეს (4:0). სულ 15 შეხვედრიდან რეკორდმაისტერმა 14 მოიგო.

შაბათს კიმიხი ბაიერნის მაისურში საიუბილეო 300-ე მატჩს ჩაატარებს. იოზუა რეკორდმაისტერის რიგებში 2015 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე გერმანიის ჩემპიონატში მას ყველაზე მეტი გადაცემა აქვს შესრულებული.

21 გამართულ შეხვედრაში ვოლფსბურგის წინააღმდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ 24 გოლი მიითვალა. რა თქმა უნდა, მისი პენტატრიკი ყველას ახსოვს. ერთი გუნდის წინააღმდეგ უფრო მეტი ბურთი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა გატანილი - 27 გოლი ჰამბურგის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ასევე, რომ პოლონელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება. ოქროს ბუცს რობერტი მეშვიდედ მოიპოვებს. იგივე მაჩვენებელი ისევ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჰქონდა.

გასვლით შეხვედრებში ბაიერნმა 47 ბურთი გაიტანა. მომდევნო გოლის შემთხვევაში გუნდი რეკორდს დაამყარებს.

ბაიერნმა და ვოლფსბურგმა 11 "მშრალი" მატჩი ჩაატარეს. რეკორდმაისტერს ასევე ყველაზე საიმედო დაცვის ხაზი აქვს (მხოლოდ 35 გაშვებული გოლი). მაგრამ უკანასკნელ 3 შეხვედრაში "მგლებს" მხოლოდ ერთი გაშვებული გოლი აქვთ.


13-05-2022