სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოვერმარსმა დე ლიხტის ტრანსფერი ზამთარში გამორიცხა

"იანვარში დე ლიხტის აიაქსიდან წასვლა 0%-ს უდრის", გააკეთა მოკლე კომენტარი ამსტერდამული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა.

ბაიერნი 19 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული. მიუნხენურ კლუბში ჰოლანდიელი ჰუმელსის ან ბოატენგის შემცვლელად განიხილება, რომლებისთვის მიმდინარე სეზონი საუკეთესო მართლაც რომ არ არის და ორივეს ხელშეუხებლობის სტატუსი უკვე აღარ არ აქვთ.

ბაიერნის გარდა დე ლიხტზე ასევე მილანი, რომა და ბარსელონა ნადირობენ. აიაქსთან კონტრაქტი მას 2021 წლამდე აკავშირებს.


15-10-2018