სხვა ამბები

ახალი ამბები

მიულერი 2024 წლამდე ბაიერნელია!

ბაიერნის ხელმძღვანელობამ თომას მიულერთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, იუწყება fcb.de.

"მოხარული ვარ იმით, რომ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. ერთად 2000 წლიდან მოვდივართ, რომლის განმავლობაში ფანტასტიური წარმატების ისტორია მქონდა. წითელ ფერებს დიდ პატივს ვცემ. სლოგან Packma's თავისი გაგრძელება ექნება", განაცხადა თომას მიულერმა.

ბაიერნის რიგებში 32 წლის ფეხბურთელმა 11 ვერცლის სინი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 UEFA-ს სუპერთასი, 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე ნაკრების რიგებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.


03-05-2022