სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

თამაშზე უკეთესი Choreo...

ნაგელზმანმა შანსი ულრაიჰს მისცა, ნოიერი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სასტარტო შემადგენლობაში ასევე ჩუპო მოტინგი მოხვდა, რადგანაც თომას მიულერი გაციების გამო მატჩს ტოვებდა. თავისი შანსი ზაბიცერმაც მიიღო. მეორე წუთზე მაინცმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნა, ბურთი ჯერ ხარიხად და შემდეგ ძელს მოხვდა. ამის შემდეგ მეტოქემ კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა, ახლო დისტანციიდან თავდასხმელმა კარებს ზემოდან გადააცილა. დიაკატემ გორეცკაზე სახიფათოდ ითამაშა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. მინდორზე ჩოჩქოლი ატყდა, რომელიც არბიტრის ჩარევის შემდეგ სწრაფადვე შეწყდა. მე-11 წუთზე ბაიერნი ისევ ხარიხამ გადაარჩინა. 7 წუთში მასპინძლებმა თავისას მიაღწიეს, ბურკარდტმა ულრაიჰის კარები აიღო, 1:0... 27-ე წუთზე მასპინძლებმა ბაიერნს მეორე ბურთი გაუტანეს, 2:0... 3 წუთში ჩუპო მოტინგის თაური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. 34-ე წუთზე ჩუპო მოტინგის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაჰქვითა. მიმდინარე ჩემპიონატში პოლონელის აქტივში უკვე 34 გოლია. 40-ე მინდორზე კურიოზული მომენტი მოხდა. მსაჯს ბურთი მოარტყეს, რის შემდეგაც სტეგემანს ფეხი წაუცდა და ის საფარზე აღმოჩნდა. მაინცის მორიგი შეტევა, მაგრამ ბაიერნის ბედზე ბურთი მარჯვენა ძელს ცოტატი ასცდა. ულრაიჰი უძლური იქნებოდა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარში მინდორზე მუსიალა გამოჩნდა, მან ზაბიცერი შეცვალა. 49-ე წუთზე კარგი შესაძლებლობა გნაბრის და ლევანდოვსკის ჰქონდათ, მაგრამ სერჟის გადაცემა მცველმა ჩაჭრა. 57-ე წუთზე რიკოშეტის შემდეგ ბაიერნის კარებში მესამე ბურთი შევარდა, 3:1... ამჯერად ხარიხამ მაინცის მხარე დაიჭირა. 67-ე წუთზე პირველ გუნდში დებიუტი გაბრიელ ვიდოვიჩმა იზეიმა. 4 წუთში ხარიხამ ბაიერნი მესამედ გადაარჩინა. უხეში ვარდნის შემდეგ სტეგემანმა პავარი ყვითელი ბარათით გააფრთხილა. 81-ე წუთზე მცველის მოგერიების შემდეგ ცენტნერმა მაინცის კარები გოლისგან უკანასკნელ მომენტში გადაარჩინა. თითქმის ეგრევე ლევანდოვსკის თაური დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ისევ ასცდა. დარჩენილ წუთებში მიუნხენელები შეტევების ორგანიზებას ცდილობდნენ, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოახერხეს. ჩემპიონის სტატუსში პირველი გამართული შეხვედრა წაგებულია. შემდეგ ტურში ალიანც არენაზე ვერცხლის სინის გადაცემის ცერემონია გაიმართება.


30-04-2022