სხვა ამბები

ახალი ამბები

5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი

სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე ბაიერნი პირველად 18 სექტემბერს მეხუთე ტურის შემდეგ გადავიდა. რეკორდმაისტერმა ბოჰუმი გააცამტვერა - 7:0! პირველი 6 ტურის შემდეგ გუნდს 5 გამარჯვება ჰქონდა.

მე-8 ტურში ნაგელზმანის შეგირდებმა BayArena-ზე ლევერკუზენი გაანადგურეს - 5:1. "ეს უკვე შთამბეჭდავი გამარჯვება იყო", გააკეთა მოკლე კომენტარი ბაიერნის თავკაცმა.

შემდეგ ისევ გასვლაზე რეკორდმაისტერმა დორტმუნდი დაამარცხა 3:2. 14 ტურის შემდეგ ბაიერნი "ყვითლებს" უკვე 4 ქულით უსწრებდა.

2022 წლის 5 თებერვალს მიუნხენელები ლაიპციგს სძლიეს - 3:2. ქულათა სხვაობა 9-მდე გაიზარდა. "ამით ჩვენმა გუნდმა ძახილის ნიშანი დასვა", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

გასულ ტურში MISS10N-ი შესრულებული იქნა. ურთიერთ დუელში ბაიერნმა დორტმუნდს ანგარიშით 3:1 სძლია და 3 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. რეკორდმაისტერმა ზედიზედ მეათე ვერცხლის სინი მოიპოვა.


25-04-2022