სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ისტორია დაწერა!

მატჩი დორტმუნდის შეტევით დაიწყო, მაგრამ რენიემ არაზუსტი გადაცემა შეასრულა და სტუმრებმა ბურთი დაკარგეს. მეექვსე წუთზე გორეცკა ბურთს ვერ დაეუფლა არადა კარგ სიტუაციაში იმყოფებოდა. კიმიხის ჩაწოდების შემდეგ ახლა უკვე კომანი ვერ დაეუფლა ბურთს. მე-16 წუთზე გნაბრიმ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0! ერლინგ ჰაალანდი ბრანდტმა ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ ნორვეგიელმა კარებს ააცილა. 30-ე წუთზე გნაბრიმ მეორე ბურთი შეაგდო, მაგრამ VAR-ის შემოწმების შემდეგ გოლო გაუქმდა, რადგანაც გადაცემის ავტორი კომანი ოფსაიდში იმყოფებოდა. 3 წუთში ბაიერნმა თავისას მაინც მიაღწია. ზაგადუს შეცდომის შემდეგ მიულერმა ლევანდოვსკი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, პოლონელმა ჰიტცს ბურთი ფეხებსშუა გაუტანა, 2:0! 41-ე წუთზე გორეცკას თაური კარებს ასცდა. საშუალო დისტანციიდან ლევანდოვსკიმ გაისროლა, ბურთმა ძელთან ჩაიარა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში კიმიხმა საჯარიმოში როისი წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჩანმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:1... თითქმის ეგრევე როისს მომენტი შეექმნა, მაგრამ ბაიერნი კაპიტანმა გადაარჩინა. შემდეგ ეპიზოდში ისევ როისის გარღვევა, რომელიც ვარდნაში ერნანდეზმა შეაჩერა, წესების სრული დაცვით. 60-ე წუთზე ლევანდოვსკიმ შორეულ კუთხეს ააცილა. 9 წუთში ლევანდოვსკის დარტყმა ახლო მანძილიდან ჰიტცმა მოიგერია. 81-ე წუთზე ბაიერნი გადარჩა. ჰოლანდმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. 84-ე წუთზე მუსიალამ ანგარიში 3:1 გახადა! ბაიერნმა ისტორია დაწერა! ზედიზედ მეათე ჩემპიონობა მოიპოვა!


23-04-2022