სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ოთხშაბათს ჩუპო მოტინგს ზურგი აწუხებდა, მაგრამ ახლა ისევ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჯანმრთელობასთან პრობლემებს ლიუკა ერნანდეზიც გაუმკლავდა. კინგზლი კომანს ისევ ტერფი აწუხებს. მის ბედს პარასკევს გადავწყვიტავთ. რიჩარდსი გაციებულია, ყველა ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. ტოლისო და ზარრი აღდგენას განაგრძობენ. გორეცკა გაციებული იყო, მაგრამ ვარჯიშებს უკვე დაუბრუნდა".

"მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდს რამდენიმე წარუმატებელი მატჩი ჰქონდა, გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და რამდენიმე სათამაშო ტაქტიკური განლაგება გააჩნია. ჩემპიონატში დორტმუნდის შეტევის ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა რთული მატჩის ჩატარება გველის".


21-04-2022