სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლიგას დაემშვიდობა...

პირველი აქტიურობა ნაკლებად წარმატებული გამოდგა. მიულერმა ფლანგიდან ცუდი ჩაწოდება შეასრულა. შემდეგ ოფსაიდში აღმოჩნდა, დარტყმაც ვერ გამოუვიდა. საშუალო დისტანციიდან მორენომ დაარტყა, არაზუსტად. ლამაზი კომბინაციის შემდეგ მიულერმა დარტყმის მაგივრად ბურთი საჯარიმოდან გამოიტანა. ზანეს ჩაწოდების შემდეგ ბურთს კიმიხი ვერ მიწვდა. მუსიალას კარგ გადაცემას ვერავინ მიხვდა. ჯამალის თაური დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი დაიჭირა. 42-ე წუთზე დანჯუმამ ნოიერის კარებს ააცილა. პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა. ბაიერნს ტემპი დააკლდა.

მეორე ნახევადი მუსიალას ქუსლით გადაცემით დაიწყო, მაგრამ მეკარემ ჩაჭრა. კომანის დარტყმა, ბურთი კარებს ასცდა. ზანეს საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავიდა. ბაიერნი მომენტი მომენტზე ქმნის, მაგრამ შედეგს ჯერ ვერ აღწევს. 52-ე წუთზე მიულერის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, 1:0!! თომასი დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ააცილა. ერნანდეზმა გაისროლა, მაგრამ ზემოდან ააცილა. 71-ე წუთზე მიულერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეაგდო. კომანის მორიგი გასროლა, ბურთი კარებს ზემოდან სცდება. 88-ე წუთზე ვილარეალმა კონტრშეტევაზე ანგარიში გაათანაბრა, 1:1. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.


12-04-2022