სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სანჩესმა ასისტი შეასრულა, ლევანდოვსკიმ წააგო

ამხანაგურ შეხვედრაში რენატო სანჩესის პორტუგალიამ შოტლანდიის ნაკრებს ანგარიშით 3:1 სძლია. მინდორზე ბაიერნის ნახევარმცველი 56-ე წუთზე გამოვიდა და 18 წუთის შემდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა.

პოლონეთის ნაკრები ერთა თასის A დივიზიონს დაემშვიდობა. კვირას საღამოს ლევანდოვსკი და კომპანია საკუთარ კედლებში იტალიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. 90-ე წუთზე ერთადერთი ბურთი კრისტიანო ბირაგიმ შეაგდო. ბაიერნის ფორვარდმა სრული მატჩი ჩაატარა.


15-10-2018