სხვა ამბები

ახალი ამბები

ემერის და რულის კომენტარები

"ბაიერნი დიდი გუნდია. წყვილის ფავორიტია. მატჩისგან სიამოვნების მიღებას ვეცდებით. უნდა ვაჩვენოთ, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია. საუკეთესო მხარეების გამოჟღავნა გვმართებს. დაცვაში უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს", განაცხადა ვილარეალის მწვრთნელმა უნაი ემერიმ.

"რა თქმა უნდა, ბაიერნი ფავორიტია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მაგრამ კარგი თამაშის ჩატარება და ისტორიის დაწერის გაგრძელება გვსურს. 100%-ით დავიხარჯებით", თქვა ვილარეალის მეკარემ ჯერონიმო რულიმ.


06-04-2022