სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგის უკანასკნელი 37 მატჩიდან ბაიერნი ფრაიბურგთან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (28 გამარჯვება და 8 ფრე). ბოლოს გასვლაზე ბრეისგაუში რეკორდმაისტერმა ფრე ითამაშა (3:3).

შაბათს დღისით ერთმანეთს საუკეთესო ორი დაცვის ხაზი დაუპირისპირდება: ბაიერნს პასივში 28 გაშვებული გოლი, ფრაიბურგს კი 29 გაშვებული გოლი აქვთ. მანუელ ნოიერმა დარტყმების 73% მოიგერია.

27 ტურის შემდეგ ბაიერნს აქტივში უკვე 81 გატანილი ბურთი აქვს. ამ შედეგისთვის ჯერ არც ერთ გუნდს არ მიუღწევია. რეკორდმაისტერის საგოლე სერია უკვე 74 შეხვედრის განმავლობაში გრძელდება.

სტანდარტებიდან ბაიერნმა და ფრაიბურგმა უკვე 20-20 ბურთი შეაგდეს. საკუთარ კარებში კი მხოლოდ 5 გოლი მიიღეს.

მიმდინარე ჩემპიონატში ლევანდოვსკიმ უკვე 31 ბურთი გაიტანა. აქედან პოლონელმა გასვლით მატჩებში 17 გოლი მიითვალა. იგივე მაჩვენებელი ვერნერს და ჰაინკესს აქვთ. იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ 6 შეხვედრაში რობერტი ფრაიბურგს მინიმუმ ერთ ბურთს უტანდა, შაბათს ლევანდოვსკის ახალი რეკორდის დამყარება შეუძლია.


01-04-2022