სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის წინააღმდეგ მანშაფტმა გამარჯვება ანგარიშით 2:0 მოიპოვა. გოლები ჰავერცმა და ვერნერმა მიითვალეს. ბურთები პირველ ნახევარში გავიდა. სასტარტო შემადგენლობაში ბაიერნელებისგან მხოლოდ ჯამალ მუსიალა გამოვიდა. მანუელ ნოიერს დაბადების დღის წინ პაუზა მიეცა, იოზუა კიმიხის მეგობარი გოგონა მესამე შვილს ელოდება, სერჟ გნაბრი გაციებულია. მეორე ნახევარში მინდორზე თომას მიულერი და ლეროი ზანე გამოვიდნენ. 89-ე წუთზე მიულერმა პენალტი გააცუდა (ძელი). სამშაბათს ევროპული კლასიკა გაიმართება, გასვლაზე მანშაფტი ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

საფრანგეთის ნაკრებმა ასევე ამხანაგურ შეხვედრაში კოტ-დივუარს სძლიეს - 2:1. ლიუკა ერნანდეზი და კინგზლი კომანი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდნენ.

ავსტრიის ნაკრები გასვლაზე უელსთან დამარცხდა (1:2). ერთადერთი გოლი ზაბიცერმა მიითვალა.


27-03-2022