სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი ფაქტები და სტატისტიკა

გასულ შეხვედრაში უნიონის წინააღმდეგ, ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. ეს მისთვის ბუნდესლიგაში 80-ე მატჩია, რომელშიც პოლონელმა ერთზე მეტი ბურთი გაიტანა (გერდ მიულერს 87 მატჩი ჰქონდა). ჩემპიონატში რობერტმა უკვე 31-ე ბურთი შეაგდო. 30 გოლიან მაჩვენებელს თავდასხმელი უკვე მეხუთედ გასცდა (გერდ მიულერს იგივე შედეგი ჰქონდა).

ბაიერნის მაისურში ტანგიმ თავისი პირველი გოლი მიითვალა. ამისთვის ფრანგს 18 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მე-16 წუთზე კინგზლი კომანმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს მისთვის მეხუთე გოლი იყო.

მუსიალამ მორიგი ოსტატური მატჩი ჩაატარა. 47-ე წუთზე ახალგაზრდა ნახევარმცველმა ლევანდოვსკიზე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მიმდინარე ჩემპიონატში 19 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეხუთე "ასისტი" იყო.

იოზუა კიმიხმა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ "ასისტი" ტანგიზე მიითვალა. მეორე წრეში ბაიერნის ლიდერმა უკვე მეხუთე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საერთო ჯამში კიმიხის კუთხურების შემდეგ უკვე 16 გოლი გავიდა.

შაბათს საღამოს ტოლისომ მინდორზე დაბრუნება იზეიმა. ფრანგს ბარძაყის ტრავმის გამო უკანასკნელი 4 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

პირველად, 3-თვიანი პაუზის შემდეგ, გორეცკა მატჩის განაცხადში შეიყვანეს. დეკემბრის შემდეგ, მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ნახევარმცველი შემადგენლობას დაუბრუნდა.

30 ოქტომბერს იოზიპ სტანიშიჩმა უნიონის წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში ითამაშა (5:2). ამის შემდეგ მცველმა Covid19 და კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები გადაიტანა. შაბათს საღამოს სტანიშიჩმა მონაწილეობა უნიონთან მატჩში ისევ მიიღო.


20-03-2022