სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ვილარეალი ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. მათ გუნდი და მწვრთნელი ჰყავთ, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება და მიზანდასახული გეგმები გააჩნია. კარგად და სტაბილურად გამოდიან. ჯგუფში მანჩესტერის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს".

"ჩუპო მოტინგი ისევ მწყობრშია. თავი დავიზღვიეთ, რადგანაც ოდნავ ავად იყო. ახლა კარგ მდგომარეობაში იმყოფება".

"უნიონი დისციპლინირებული გუნდია, რომელიც თავს უაღრესად აგრესიულად იცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ფსონს კონტრშეტევებზე გააკეთებენ. სატურნირო ცხრილში სიტუაციიდან გამომდინარე ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს".

"ლევანდოვსკიმ ივარჯიშა. შაბათის მატჩისთვის ოპცია იქნება. იგივე ტოლისოსაც ეხება. გორეცკა კარგ გზას ადგას, მაგრამ ჯერ მინდორზე არ გამოვა. დეივისი დატვირთვებს ზრდის. მინდორზე შეიძლება ვილარეალთან საპასუხო შეხვედრაში ვიხილოთ.


18-03-2022