სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩის ციფრები და რიცხვები

იოაჰიმ ლიოვმა ნაკრების სათავეში თავისი 168-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც მანშაფტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია;

ჰოლანდიამ გერმანია დიდი ანგარიშით პირველად დაამარცხა. დაპირისპირების ისტორიაში მოგება 3 ან მეტი ბურთით პირველად დაფიქსირდა;

2018 წელს მანშაფტმა უკვე მეხუთე მარცხი იწვნია. ლიოვის შეგირდებმა ნაკრების ანტირეკორდი გაიმეორეს, რომელიც 1985 და 1986 წწ. დაფიქსირდა. წლის ბოლომდე გერმანიას კიდევ 3 შეხვედრის გამართვა მოუწევს - საფრანგეთთან, რუსეთთან (ამხანაგური) და ჰოლანდიასთან;

პირველად ისტორიაში მანშაფტმა ზედიზედ სამ ოფიციალურ მატჩში ბურთის გატანა ვერ მოახერხა: სამხ. კორეასთან - 0:2, საფრანგეთთან 0:0 და ჰოლანდიასთან - 0:3. ბოლოს ლიოვის შეგირდებმა გოლები პერუსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიითვალეს - 2:1.


14-10-2018