სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და ფაქტები

შაბათს საღამოს ზინსჰაიმში, ბაიერნმა, ბუნდესლიგის ფარგლებში, 1934-ე მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით რეკორდმაისტერი ბრემენს დაეწია. ამ შეხვედრების სტატისტიკა შემდეგია: 1163 გამარჯვება, 418 ფრე და 353 მარცხი. მომდევნო ტურში მიუნხენელები უნიონთან შეხვედრაში გერმანიის ჩემპიონატის ახალ რეკორდს დაამყარებენ.

ბაიერნის შედეგიანი სერია უკვე 73 მატჩს შეიცავს. ამ შეხვედრებში რეკორდმაისტერმა მეტოქეებს 218 ბურთი გაუტანა. შაბათს საღამოს გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა.

მიმდინარე ჩემპიონატში რობერტს უკვე 29 გატანილი ბურთი დაუგროვდა. აქედან 17 თავდასხმელმა გასვლით შეხვედრებში შეაგდო. ამ მაჩვენებლით პოლონელი ტიმო ვერნერს და იუპ ჰაინკესს გაუტოლდა. რეკორდის დასამყარებლად ლევანდოვსკის კიდევ 4 გასვლითი მატჩი აქვს თადარიგში. ასევე რობერტმა ბაიერნის მაისურში 365-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ჰასან სალიჰამიჯიჩს დაეწია. ლეგიონერებს შორის უკეთესი შედეგი მხოლოდ დავიდ ალაბას 431 და ფრანკ რიბერის 425 მატჩი აქვთ.


13-03-2022